ჰერმესის "ბირკინი" Christie's-ის აუქციონზ რეკორდულ ფასად გაიყიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 01 აგვისტო 2020, 09:33

მოდის ფრანგულმა სახლმა აუქციონზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.  Hermes Diamond Himalaya Birkin 25-ის  ჩანთა, ე.წ. ტომარა, Christie's-ის აუქციონზე 380 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

Hermes Diamond Himalaya Birkin 25-ის ჩანთა, იშვიათობაა, ის ნილოსის ნიანგის ტყავისგანაა შეკერილი და 18-კარატიანი თეთრი ოქროთი და 245  ბრილიანტითაა დაფარული.

აუქციონში ჩანთის ყიდვის მსურველები 29 ქვეყნიდან ჩაერთნენ. მათგან 34 პროცენტი აუქციონში პირველად მონაწილეობდა. 

Hermes Diamond Himalaya Birkin 25-ის ახალი მფლობელის ვინაობა კონფიდენციალურია. 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანთა ბირკინი 80-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი ერთხელ მგზავრობდა Hermès -ის სახლის მეპატრონე ჟან-ლუი დიუმასთან ერთად და მასთან საუბარში დაიჩივლა, რომ ჩანთას Hermès Kelly მოუხერხებელი შესაკრავი ჰქონდა და მასში სამგზავროდ აუცილებელ ნივთებს ვერ ატევდა.

ჟან-ლუი დაპირდა მას, რომ სპეციალურად მისთვის შექმნიდა ჩანთას. 1984 წელს გაჩნდა Hermès-ის ლეგენდარული ჩანთა, რომელსაც ჯეინის საპატივცემულოდ დაარქვეს "ბირკინი". ჩანთის ღირებულება 6000 დოლარიდან იწყება. თითოეული ჩანთა ხელით იქმნება, რაზეც 18-25 საათი იხარჯება, ამის გამო, კვირის განმავლობაში Hermès ქმნის არაუმეტეს ხუთ ჩანთას.

ჩანთის დამზადებისას გამოიყენება სხვადასხვა მასალა - ხბოს, ნიანგის, ხვლიკის, სტრაუსის და ა.შ. ტყავი. ფურნიტურა მზადდება ოქროს ან პალადიუმისგან და იკეტება საკეტით, რომელსაც საკუთარი უნიკალური ნომერი გააჩნია.

ცნობილია, რომ ვიქტორია ბექჰემს 100 ცალი "ბირკინი" აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
არქივი