აშშ-ში დააკავეს ბოლო დროის ყველაზე მსხვილი ჰაკერული შეტევის ავტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
300 01 აგვისტო 2020, 08:41

აშშ-ში დააკავეს ბოლო დროის ყველაზე მსხვილი ჰაკერული შეტევის ავტორი, რომელმაც ტვიტერზე  კიბერშეტევა განახორციელა და "გატეხა" პოლიტიკოსთა, პოპმუსიკოსთა, ბიზნესმენთა, კინოვარსკლავთა პირადი გვერდები.

17 წლის გრეჰემ ივან კლარკმა კიბერშეტევა მიკრობლოგის 100-ზე მეტ გვერდზე მიიტანა და შეძლო, შეეღწია ისეთი  ცნობილი სახეების პროფილებში, როგორებიც არიან - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, მილიარდერები – ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე კიმ კარდაშიანი.

პროკურორმა  ენდრიუ უორენსმა თინეიჯერს 30-პუნქტიანი ბრალდება წაუყენა "მთელს ამერიკაში ხალხის მოტყუებისთვის".  საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ორი შეერთებული შტატებიდან და ერთი დიდი ბრიტანეთიდან.

საოლქო პროკურატურის განცხადებით, ჰაკერებისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს ისეთ  სერიოზულ ბრალდებას, როგორიცაა ორგანიზებული თაღლითობა და პირადი ინფორმაციის დანაშაულებრივი გამოყენება.

15 ივლის ს განხორციელებული შეტევისას მათ ილონ მასკის,  ბილ გეიტსის, ჯეფ ბეზოსის, ჯო ბაიდენის, ბარაკ ობამას და კიმ კარდაშიანის ტვიტერის ანგარიშებიდან, თაყვანისმცემლებს მოუწოდეს ბიტკოინები შეეწირათ. 

"ბიტკოინების გზავნილებით" 17 წლის ჰაკერმა შეძლო  100 000 აშშ დოლარზე მეტი  ბიტკოინი მოაგროვა. 

არასრულწლოვანს ფლორიდაში გაასამართლებენ, რადგან შტატის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ ფინანსური თაღლითობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სრულწლოვანის მსგავსად გასამართლდეს.

გამოძიებაში ჩართული იყო ფედერალური ბიურო, საერთაშორისო შემოსავლების სამსახური და საიდუმლო სამსახური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
არქივი