ჯანმო-ს დირექტორი: კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ეფექტს მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 31 ივლისი 2020, 22:45

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი​ აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში მსგავსი კრიზისი საუკუნეში ერთხელ ხდება და კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ეფექტს მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ ინფიცირების რისკის წინაშეა.

„ბევრი ქვეყანა, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი უკან მოიტოვა, ახლა ახალ აფეთქებებს ებრძვის. ზოგიერთი ქვეყანაში კი, რომელიც გასული კვირების განმავლობაში კორონავირუსით ნაკლებად იყო დაზარალებული, ახლა შემთხვევების რაოდენობის მატებაა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი