თურქეთის პრეზიდენტმა სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი რესტავრაციის შემდეგ გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 28 ივლისი 2020, 23:21

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრაპიზონის პროვინციაში მდებარე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი რესტავრაციის შემდეგ გახსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტაძრის გახსნის ცერემონიას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრო.

„15 აგვისტოს ჩვენი მართლმადიდებელი მოქალაქეები შეძლებენ, შეასრულონ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რელიგიური მსახურება, რომელიც აღდგენის პროცესში შეწყვეტილი იყო“, – განაცხადა ერდოღანმა.

სუმელას მონასტერში აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და რელიგიური ცენტრი ნაწილობრივ 2019 წელს გაიხსნა. სუმელას მონასტერს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს. მონასტრის მშენებლობა 385 წელს დაიწყო. მონასტერი შეტანილია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დროებით სიაში 2000 წელს.

 თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გახსნა ტრაპიზონში მდებარე აია სოფიას მეჩეთი, სადაც ასევე მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტრაპიზონის აია სოფიას ეკლესია 1238-1263 წლებში აშენდა და 1461 წელს ოსმალების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავი გადადო და გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისა და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა
არქივი