დონალდ ტრამპ უმცროსს Twitter-მა გვერდი დაუბლოკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 28 ივლისი 2020, 22:18
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის ვაჟს საკუთარ გვერდზე დროებით პოსტების გამოქვეყნების ფუნქცია დაუბლოკა.  დონალდ ტრამპ უმცროსს სანქცია მას შემდეგ დაეკისრა, რაც ვიდეო გააზიარა, სადაც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებლობის შესახებ არის საუბარი.

როგორც Twitter-ში განმარტავენ, უმცროსი ტრამპის ვიდეოს გაზიარებით Covid-19-ის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები დაირღვა. აკრძალვის პერიოდში დონალდ ტრამპ უმცროსი კვლავ შეძლებს Twitter-ის მონახულებას და პირადი შეტყობინებების გაგზავნას, თუმცა მთელი რიგი ფუნქციების, მათ შორის პოსტების გამოქვეყნება მას 12 საათის განმავლობაში ექნება შეზღუდული. 

როგორც დონალდ ტრამპ უმცროსის პრესსამსახურში აცხადებენ, Twitter-ის გადაწყვეტილება „ყოველგვარ საზღვარს გასცდა“ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მიზნად ისახავენ „ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლება მოკლან“, ისევე, როგორც „რესპუბლიკელების“ ხმის ჩახშობით, არჩევნებში ერევიან“. 
 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი