The New York Times-მა პირველ გვერდზე სტატიების ნაცვლად კორონავირუსით გარდაცვლილთა სახელები დაბეჭდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 24 მაისი 2020, 11:23
მკითხველი ამერიკული  გამოცემის The New York Times-ის კვირის ნომერში პირველ გვერდზე სტატიების ნაცვლად კორონავირუსით გარდაცვლილი 1000 ამერიკელის სახელს იხილავს. გამოცემამ 1000 ადამიანის სახელი სიმბოლურად დაბეჭდა.

„კვირას, გაზეთის პირველ გვერდზე ადამიანები სტატიებისა და ფოტოების ნაცვლად უბრალოდ, გარდაცვლილთა სახელებს ნახავენ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ იმსხვერპლა. 1000 სიმბოლური რიცხვია, ვინაიდან ძალიან მალე გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 100 ათასს მიაღწევს, 1000 კი მხოლოდ ერთი პროცენტია.

მინდა, რომ ასი წლის შემდეგ ადამიანებმა გაზეთის ეს ნომერი აიღონ ხელში და მიხვდნენ, რა რთულ ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენ ახლა“, - აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი, მარკ ლეისი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი