"მედიებმა მოიყვანეს არსენ ტოროსიანის სიტყვები კონტექსტიდან ამოჭრილად, რამაც დაარღვია ნათქვამის აზრი", - სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განმარტება გაავრცელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 23 მაისი 2020, 23:13
 სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი ალინა ნიკოღოსიანი მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს.

„მინისტრმა ისაუბრა სისტემებს შორის განსხვავებაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური სისტემების შესახებ და კერძოდ, უპასუხა შემდეგ შეკითხვას:

„რითაა განპირობებული სტატისტიკური სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის? საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება. საქართველოში განსხვავებული მეთოდიკა არსებობს კორონავირუსით ინფიცირებულთა აღსარიცხად და საქართველომ ნამდვილად შეძლო ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება?“.

ქართულმა და სომხურმა მედიებმა მოიყვანეს არსენ ტოროსიანის სიტყვები კონტექსტიდან ამოჭრილად, რამაც დაარღვია ნათქვამის აზრი. იმისათვის, რომ ყველაფერი გასაგები იყოს, მომყავს მინისტრის სიტყვები მთლიანად:

„მე არ უარვყოფ, რომ საქართველოში შემზღუდველი ზომები უფრო უკეთესი, მკაცრი და ძლიერია, მათ შორის, დღემდეც.

ასევე, არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ეპიდემიური სიტუაციის საწინააღმდეგო სისტემა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენისგან, რა თქმა უნდა, არა კარგი გაგებით. ჩვენი ეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერია და მე არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ ვიამაყო, არამედ მე მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ პროფესიონალური და არაპოლიტიკური თვალთახედვით.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლები, ყველანი შეძლებენ, გააძლიერონ თავიანთი სისტემები და ამით ჩვენ ყველანი უფრო დაცულნი ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციას. რატომ არის ეს სამი ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ ნაკადების თვალსაზრისით“, – წერს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი „ფეისბუქში“.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა. „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
არქივი