457
19 მაისი 2020, 17:57
აშშ-ის პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის წაყენებული ულტიმატუმის შემდეგ, ევროკავშირმა ორგანიზაციისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა პრესსპიკერის ვირჯინია ბათუ-ჰენრიქსონის თქმით, ახლა თითის გაშვერის დრო არ არის.
„ახლა სოლიდარობის დროა და არა თითის გაშვერის. ახლა ურთიერთანამშრომლობის საფრთხის ქვეშ დაყენების დრო არ არის“, - აღნიშნა ვირჯინია ბათუ-ჰენრიქსონმა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, თუ ორგანიზაცია 30 დღეში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ აჩვენებს, ამერიკა მას დაფინანსებას მუდმივად შეუწყვიტავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |