ისრაელმა 500-დღიანი პოლიტიკური კრიზისი ნეთანიაჰუ-განცის მთავრობის ინაუგურაციით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 17 მაისი 2020, 19:05
18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის და სამი არჩევნების შემდეგ ისრაელის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.  

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ბენი განცის მიერ ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტს მხარი კნესეტის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 46 იყო.  ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრად, განცი კი ალტერნატიულ პრემიერად აირჩიეს.

ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.

20 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და ისრაელის პარლამენტის სპიკერის  ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე.

შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწადნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოლაფ შოლცი: რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს
შალვა პაპუაშვილი - რომაული გამონათქვამია, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს, ზოგიერთს ხარი ვგონივართ და გვეუბნებიან, არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ
არქივი