ლონდონში, ჰაიდ პარკში გამართულ აქციაზე, პოლიციამ 19 ადამიანი სოციალური დისტანციის დარღვევისთვის დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 16 მაისი 2020, 22:12
ლონდონში, ჰაიდ პარკში საყოველთაო კარანტინის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებმა 19 ადამიანი დააკავეს. 

BBC-ის ინფორმაციით,  ბრიტანელები კარანტინის მკაცრი პირობების გაუქმებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, დწესებული შეზღუდვებით, მათი სიტყვისა და გადაადგილების თავისუფლება ილახება. 

პოლიციელებმა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სოციალური დისტანცია დაარღვიეს, საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს და მის მონაწილეებს ჯარიმების გამოწერით დაემუქრნენ და აქციის მონაწილეების მხრიდან დაუმორჩილებლობის გამო პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
 
აქციაზე იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, ლეიბორისტთა პარტიის ყოფილი ლიდერის ჯერემი კორბინის ძმა, პირს კორბინი, რომელიც პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. 

ამასთან, აქციისას საყოველთაო ვაქცინისა და 5G ტექნოლოგიის საწინააღმდეგო შეძახილები ისმოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი