ესპანეთში 113 წლის ქალი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
666 12 მაისი 2020, 23:04

ესპანეთში 113 წლის ქალი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობებით, მარია ბრანიასი ქალაქ ოლოტში ცხოვრობს.

როგორც იუწყებიან, 113 წელი ქალს მარტში შეუსრულდა.

„მას შემდეგ, რაც მარიას „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, მისი გადარჩენის იმედი ოჯახის წევრებს თითქმის აღარ ჰქონდათ“, – წერს BBC.

თუმცა, 113 წლის ქალს დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რამდენიმეკვირიანი იზოლაციის შემდეგ, ის გამოკეთდა.

მარია ბრანიასი აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში 1907 წელს დაიბადა. ის ორი მსოფლიო ომის მომსწრე იყო. ასევე გადაურჩა სამოქალაქო ომს და 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი