ტურიზმის ადმინისტრაცია - მესტიაში მზად არის 18 სასტუმრო, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 10 აგვისტო 2020, 22:07
მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება. შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული განთავსების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასტუმროებთან მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ჯანდაცვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და მეპატრონეთა თანხმობის შემთხვევაში, ასევე შეიძლება საკარანტინე სივრცეების პროგრამაში ჩაერთონ.

"მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. უკვე შექმნილია ცხელი ხაზი - 114, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას
ირაკლი ღარიბაშვილი 6 ოპოზიციური პარტიის გეგმაზე: დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოში რთული ვითარებაა და ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს
არქივი