ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
295 01 აგვისტო 2020, 21:31

 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ს შეადგენს. აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

26 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი