გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 30 ივლისი 2020, 20:51

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. კურორტ ბეშუმის მოსაზღვრედ მდებარე ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონაც, სადაც ვიზიტორებს ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობის საშუალება აქვთ.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯიას“, ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღების მხარდაჭერით განხორციელდა.

გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავჯდომარესთან ერთად საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაესწრო.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი