სტიქია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - დატბორილია შიდასასოფლო გზები, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და დანგრეულია 2 სახლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 29 ივლისი 2020, 16:00

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, გადაუღებელი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში დატბორილია შიდასასოფლო გზები, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და დანგრეულია 2 სახლი.

ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

„მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად წვიმდა, გარკვეული ზიანი მიაყენა, ძირითადად, შიდასასოფლო გზებია დატბორილი და საყანე ფართობები. დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და ორი სახლია ჩამონგრეული, ერთი სახლი დილით ჩამოინგრა და მეორე სახლი დაახლოებით ერთი საათის წინ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ სახლში იმყოფებოდა ადამიანი, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
არქივი