სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 29 ივლისი 2020, 14:15

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, ვერტმფრენის მეშვეობით, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს და სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ მოუწევს, ვინაიდან, უკვე მიმდინარეობს ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა.

„ჩვენ დავათვალიერეთ, ზემოდან შემოვუფრინეთ და ახლა მივდივართ, რომ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად უკვე დაიწყო ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ტექნიკის მობილიზებაც ხდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროებაა“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარის განმარტებით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია მედიკამენტების საჭიროების შესახებ, რაც უზრუნველყოფილი იქნება.

„ამ წუთისთვის 2000 მოსახლეა დარჩენილი გზის გარეშე და ამდენივე ადამიანს არ აქვს შუქი. 400 აბონენტი წყლის გარეშეა და მიმდინარეობს ღონისძიებები, რომ ვიდრე აღდგება სისტემა, სახლებში წყალი მივაწოდოთ. თუ ვინმეს განსაკუთრებული საჭიროება აქვს, იქნება ეს სურსათი, თუ წამლები, მივაწოდოთ“, – განაცხადა სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
არქივი