პრემიერის დავალებით, სტიქიის ზონაში სხვადასხვა უწყებების წამომადგენლები გაემგზავრნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 29 ივლისი 2020, 11:11
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

ძლიერი წვიმის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი