ძლიერმა წვიმამ ონის რაიონი გარე სამყაროს მოწყვიტა, დატბორილია ქუთაისის ქუჩები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 29 ივლისი 2020, 10:07

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რეგიონებში. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე მოქალაქეები არიან ჩარჩენილი და მიმდინარეობს მათი გამოყვანის სამუშაოები. ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.

ქუთაისში,  წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა.

ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი