ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 19 ივლისი 2020, 12:01

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მის მიმართ ეს ზომა დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული 45 წლის კაცის ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებისგანვე შეიტყვეს, რომ მღებრიშვილის მდგომარეობა ნორმალურია.

ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახმა მასთან კიდევ ერთი წერილი წითელ ჯვარს გაატანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიაწვდიან.

სოფელ მეჯვრისხევიდან ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ „მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“
დავით კაჭარავა: ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველებს შორის შეთანხმება შედგა
საქართველოს ნაკრების ექიმის თქმით, ლევან შენგელია რამდენიმე კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დაჭიმულობა აქვს და დიდი ალბათობით 30 მარტს „ატალანტას“ წინააღმდეგ მოედანზე იქნება
თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ: თუკი საფრანგეთს სურს დაცვა, ჩვენ მით უმეტეს, ასჯერ მეტად გვჭირდება დაცვა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება
არქივი