ოკუპირებული ცხინვალის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 16 ივლისი 2020, 22:12
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. 

„1973 წელს დაბადებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მისი გადასვლის მთავარი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფლებში - არცევსა და ღრომში მდებარეობს. 

 ამ დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.

მღებრიშვილის ჩვენებას რაც შეეხება, აუცილებელია იმის განმარტება, რომ სამხრეთ ოსეთში მობინადრე ღამურები არავითარ ბუდეებს არ იშენებენ. ამასთან, გაძლიერებული ინტერესი სამხრეთოსური ღამურებისადმი, 2012 წლიდან მოყოლებული, გამოხატული აქვს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს. 

2012, 2014 და 2018 წლების მონაცემებით, ლაბორატორიის თანამშრომლები ღამურების სისტემატურ დაჭერას ახდენდნენ საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება „სამხრეთ ოსეთს“.

2018 წლიდან თავდაცვითი უსაფრთხოების სააგენტო, საველე ლაბორატორიის სახით, ახორციელებს 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს ღამურებთან და კორონავირუსთან დაკავშირებით. პროგრამა 5 წელზეა გათვლილი", - ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“: ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას
მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო - იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
არქივი