მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 12 ივლისი 2020, 20:03

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ბეჩოს თემის მკვიდრი, 45 წლამდე ასაკის კაცია, რომელსაც ეძებენ.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი