ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სხვილოს ციხის სიახლოვეს, იქ იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე დაჭრეს და დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 12 ივლისი 2020, 13:18

კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მისიის მონიტორები გამყოფ ხაზთან, სხვილოს ციხის სიახლოვეს, იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა,  ისინი დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ევროკავშირის მისიის წევრები დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ, ასევე, ოჯახს დაუკავშირდნენ ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც.

შეგახსნევთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
შალვა პაპუაშვილი: ევროპელი მეგობრები, რომლებიც სააკაშვილს საკუთარ კაბინეტებში მასპინძლობდნენ, ქართული მართლმსაჯულების შესახებ მითითებებს არ უნდა იძლეოდნენ
ბექა ოდიშარია: ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ-ში არ გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და აბსოლუტურად ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
მაკა ბოჭორიშვილი: როცა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კვლევებში საქართველო პოზიციონირებს ყველაზე წინ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ ხდება მართლმსაჯულების საკითხებით ასეთი სპეკულირება
შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობის, ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდების
არქივი