ოკუპირებულ ცხინვალში 15 წლის მოზარდს მეხი დაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 19 ივნისი 2020, 23:09

ოკუპირებულ ცხინვალში, ზნაურის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა, 15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.  

მოზარდი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასიცოცხლო ნიშნები არ ეტყობოდა.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი სოფელ მუგუთიდან არის, ის მდინარეზე იმყოფებოდა და ხელში მობილური ტელეფონი ეკავა. ტრაგედიის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი