ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა სოფელ მუშევანში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 14 ივნისი 2020, 11:49

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.  ბოლნისის მერის დავით შერაზადიშვილის თქმით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 21 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს. აქედან მხოლოდ ოთხი შემთხვევა დადასტურდა, დანარჩენი უარყოფითია.

ამასთან, მონაცემები ჯერჯერობით არ შეცვლილა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე, სადაც გუშინდელის მსგავსად, ინფიცირების 851 შემთხევაა აღრიცხული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი