აბასთუმნის ხანძრის ლოკალიზება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა მოახდინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 13 ივნისი 2020, 21:12

აბასთუმნის ტყეში  ხანძარი  14:00 საათზე, მაშინ გაჩნდა, როცა იქ ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს.  

მიუვალ ადგილზე, სადაც არ გადის სამანქანო გზა და შემთხვევითი გამვლელების თუ ტურისტების მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, ერთდროულად, ხანძრის ორი კერა გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილს უტარდება ექსპერტიზა. შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა დაიწყეს.

 სპეციალისტების ვარაუდით, ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. მათივე თქმით,  ტყე  სპეციალური დრონით კონტროლდება, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ მცირე კერასაც კი აფიქსირებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის გავრცელების პრევენცია.

 დრონმა ხანძრის კერის დაფიქსირებამდე რამდენჯერმე გადაუფრინა ტყის მასივს და ხანძრის ნიშნები არაფერი დაფიქსირებულა. გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ტყე პრაქტიკულად სველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის ბუნებრივად გაჩენის საფრთხე მინიმალური იყო. სწორედ ამიტომ, მათი ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ხანძრის კერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი