გიორგი გახარია - ეს წელი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 10 ივნისი 2020, 11:29

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში  შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

მისი თქმით, ადამიანი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი და ღირსება, საქმე გააკეთოს.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.

ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ის ქენით. რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადგილობრივი ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე,  ქვეყანას მძიმე წელი ელის და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდემიას მარტავს, მაინც რისკის ქვეშაა მოსახლეობა. 

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გამოვლენის სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინიგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ გამოვლენა ინფიცირების მოხდეს სწრაფად, შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე, დაუბრუნოს ეკონომიკას, ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში იმისთვის, რომ არავინ არ იცის, სეროზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებებში, ისინი ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან - არ იქნება. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება. ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი