ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე „საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
367 05 ივნისი 2020, 00:06

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათ ე.წ. საზღვარზე „აფხაზეთიდან საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს".

მათივე ინფორმაციით, „აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოსთან“ თანამშრომლობის შედეგად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1996 წელს დაბადებული ე.წ. აფხაზეთის მოქალაქე ზურაბ ზარქუა მდინარე ენგურის დე ფაქტო საზღვარზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მას ხელბარგის ჩხრეკისას დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და „სახელმწიფო საზღვარზე გადატანის მცდელობა".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი