ბოლნისის მუნიციპალიტეტში 500-ზე მეტ ადამიანს გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 29 მაისი 2020, 10:48

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ.  

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 56-ია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 76 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის პარტიულ აქტივს შეხვდა
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
არქივი