აგროდიზელის ხელშეწყობის პროგრამით 12 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 29 მაისი 2020, 10:20

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

სააგენტოს ცნობით, ილია თამარაშვილი რეგიონში კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროგრამით უკვე 12 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფასდაკლების ბარათებით ფერმერებმა 100 000 ლიტრზე მეტი აგროდიზელი მიიღეს და 70 000 ლარზე მეტი დაზოგეს“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის  ლევან გიორგაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში მოქმედ 10 ავტოგასამართ სადგურზე ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.

„ფერმერებისათვის ეს არის უპრეცენდენტო დახმარება. რამდენიმე დღეა რაც ეს პროგრამა დაიწყო და კახეთის რეგიონში უკვე 30,000 ლიტრი დიზელი ფერმერებმა ფასდაკლებით მიიღეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-

სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო პირველი ივნისიდან – მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო პირველი სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
პროკურორი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია
შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეათე წლისთავი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მოპოვებულ ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
არქივი