პლაჟზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური რეგულაციები შემუშავდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
361 28 მაისი 2020, 21:45

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თინათინ ზოიძის განცხადებით, პლაჟზე, როგორც ადამიანებს, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურას შორის მაქსიმალური დისტანცირება მოხდება.

როგორც ზოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, მუშავდება მექანიზმი როგორც უსაფრთხოების, ისე რეკომენდაცების დაცვის მონიტორინგის მიმართულებით.

„ყველა სტანდარტი ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს, ესაა ჰიგიენის და დისტანციის დაცვა. ჩვენ შემთხვევაშიც, ის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია როგორც სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის, იგივე პრინციპია საზღვაო ინფრასრუქტურის შემთხვევაშიც და ეს არის მაქსიმალურად დისტანცია, როგორც პლაჟზე შეზლონგებს შორის, ისე პლაჟზე მყოფ ადამიანებს შორის“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ადამიანებისთვის, რომლებიც პლაჟზე სხვადასხვა პროდუქტით ან საზღვაო ინვენტარით ვაჭრობენ, სპეციალური რეგულაციები შემუშავდება.

„იმ მომსახურებებს, რაც ხელით შეხებასთან, ნაღდ ანგარიშწორებასთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება. მათთვის იქნება სპეციალური რეგულაციები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა ზოიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი