ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 27 მაისი 2020, 10:51

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევის დროს, სწრაფი ტესტით ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

პაციენტის მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია და, ვინაიდან,  ვერ მოხერხდა ინფექციის წყაროს დადგენა, დღეს სოფლის გარეუბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, მოლეკულური კვლევისთვის მოხდება მოსახლეობიდან ნიმუშების აღება ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით.

ადგილზე სამი ჯგუფი იმუშავებს, ერთი ადგილობრივი და ორი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 163 დადასტურებული შემთხვევაა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 76 გამოჯანმრთელდა. სამი გარდაცვლილი პაციენტიდან ორი სწორედ ქვემო ბოლნისიდან იყო. სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმიც მოქმედებდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ფულს მოჰყვება ინტერესი, ეს ინტერესი როდესაც კარგია, მისასალმებელია, როდესაც ცუდია, პრევენცია უნდა მოახდინოს თითოეულმა სახელმწიფომ, ამ მიზნით ვმოქმედებთ ჩვენც
ზელენსკი: როცა ჩვენს ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს
მამუკა მდინარაძე: ამ კანონით არ ხდება არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა, ეს ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ
მამუკა მდინარაძე: საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება
პარლამენტის პლენარულ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
არქივი