ოკუპირებული აფხაზეთი 26 მაისს ე.წ. საზღვარს გახსნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 26 მაისი 2020, 10:01

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მკურნალობდნენ, სამშობლოში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ენგურის“ საგუშაგოზე ყველა მოქალაქეს ექიმები შეამოწებენ და კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შეთხვევაში COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.

გარდა ამისა, ლუდმილა სკორიკის განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესული მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს ჩაკეტა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 14 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი