სოფელ მუშევანში კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა კორონავირუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 20 მაისი 2020, 09:41
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მცხოვრებ კიდევ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდგინდა.

 მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 54 დადასტურებული ფაქტია. სოფელში  25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

გამოსაკვლევად სულ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან.

ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ კარანტინი მოიხსნა რვა სოფელში, თუმცა, ამ დრომდე მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება ჩაკეტილი ზონები, მათ სორისაა სოფელი მუშევანი. ეს, სწორედ, ის სოფელია, სადაც არ შეუშვეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია, იმის გამო, რომ არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის. ამის გამო, სოფლის მოსახლეობამ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია მედიკოსებს. თუმცა, მომდევნო დღეებში სიტუაცია მოწესრიგდა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი