ქეთევან ციხელაშვილი - ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 19 მაისი 2020, 18:13
გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში დამნაშავის დასჯა იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული.

„დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა. მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ არ ვაპირებთ მოვდუნდეთ და შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. ეს არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, დედა ქალბატონი ჯულიეტა, მისი მეუღლე ნინო და ძალიან ნიჭიერი და საყვარელი პატარები, ქეთი და აკაკი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ. მათ იციან, რომ გიგა არის გმირი და მქონდა პატივი მისი ოჯახისათვის, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გადამეცა მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის. იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ დაობლდეს არცერთი ოჯახი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც გიგა და არაერთი გმირი შეეწირა. აუცილებლად გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის”, - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი