Emerging Europe - საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და ბათუმში სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 17 მაისი 2020, 17:34
ბათუმი პირველი ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება, - ამ სათაურით სტატიას Emerging Europe აქვეყნებს და წერს, რომ ზღვისპირა ქალაქი აპირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყოს, რომელიც საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და გეგმავენ, საერთაშორისო ვიზიტორებს ივლისიდან უმასპინძლონ. პანდემიის მართვის გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი - ტურიზმის სექტორის დახმარებას გულისხმობს. ეს გეგმა მოიცავს, როგორც სუბსიდიას, ასევე შეღავათებს გადასახადებზე. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო კარანტინის ზონად იქცა და როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვირუსით დაზარალებული ქვეყნებიდან ბრუნდებიან, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სწორედ აქ გაივლიან.

ზომები, რომელიც ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა. საქართველოს ვირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს და ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 270-ს შეადგენს.

15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ გეგმავენ. საგანგებო რეჟიმი, მათ შორის საყოველთაო კარანტინი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილებას ზღუდავს, 22 მაისს უნდა მოიხსნას. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, მწვანე შუქი აუნთოს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან, ხოლო პირველი ივლისიდან საზღვრები გახსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის“, - წერს ავტორი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვებიც მოჰყავს.

„აქამდე ტრადიციულად გვიცნობდნენ როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას. ახლა მსოფლიო გაგვიცნობს როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილად. ჩვენ გვინდა, რომ ეს უპირატესობა გამოვიყენოთ, რომელიც ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოიპოვა“, - აცხადებს ნათია თურნავა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ ახალი სლოგანი შეიმუშავა - უსაფრთხო მიმართულება.

ასევე წერს, რომ ქვეყანა მწვანე სივრცეებს ქმნის - მათ შორის აჭარის რეგიონში. აქვე მოჰყავს თორნიკე რიჟვაძის განცხადებაც, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვის საკითხი პლაჟზე გაკონტროლდება.

„როდესაც ვიზიტორები ბათუმს სტუმრობენ და ტკბებიან სუბტროპიკული ზაფხულით სანაპიროზე, ეს ქალაქი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, მზე. შესანიშნავი ცათამბჯენები ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა.

ბათუმში დღეების გატარებამ შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა. წელს, ალბათ შეზღუდული იქნება თქვენი მიმართულებების არჩევანი, თუმცა საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და აქ სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა“, - წერს Emerging Europe.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
არქივი