ზუგდიდელი მამაკაცი, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა მძღოლია და მოგზაურობის ინტორია აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 16 მაისი 2020, 12:56

კაცი, რომელიც მძღოლია და გადაზიდვებზე მუშაობს, ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა, მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის 17 აპრილიდან 1 მაისამდე თავის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი შიდა გადაზიდვები ფოთსა და თბილისში განახორციელა. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტის ოჯახის წევრები კარანტინში მოათავსებს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდ-კვლევა სხვა კონტაქტების გამოსავლენად. კოვიდინფიცირებული კაცი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი