ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სამხედრო სასწავლებლის კურსანტს და სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 14 მაისი 2020, 21:46

სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, დაავადებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.  

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა. ორ მათგანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ დღეებში ჩამოვიდა აფხაზეთში, მეორე - გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან ჩამოვიდა“ , - ასეთია ე.წ. ოპერატიული  შტაბის ინფორმაცია.

ორიდან ერთი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიგზავნება, მეორე კი გუდაუთის სამხედრო ბაზის ლაზარეთში იმკურნალებს.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით,  კარანტინის პერიოდი რვა ადამიანს დაუმთავრდა და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა. სასტუმრო „აიტარში“ ამ დროისთვის 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტინში, მათგან 218 მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. 

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 14 კოვიდინფიცირებულია. მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი - 92 წლის ქალი გარდაიცვალა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი