ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არსებულ რეალობას გაანალიზებს და შედეგად გადასინჯავს პოლიტიკური კურსს აფხაზეთთან"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 14 მაისი 2020, 19:44
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს. 

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ TikTok-ში  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით დარეგისტრირებასთან დაკავშირებით რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ამიტომაც, ამ საკითხის გასწორებაზე აქტიურად მუშაობს. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა სოციალურ ქსელის ინფორმაციაზე, რომელიც ობიექტურად ასახავს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე არსებულ რეალურ ვითარებას.

"მოცემული კონკრეტული  შემთხვევა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს ხმამაღალი განცხადებები დიალოგის დამყარების აუცილებლობის შესახებ და ურთიერთობების ნორმალიზების გზების მოძიებაზე, მხოლოდ შირმაა, რომელიც საქართველოს რეალურ საგარეო კურსს ფარავს. არადა, საქართველოს მიზანია აფხაზეთის სრულმასშტაბიანი საერთაშორისო იზოლაცია. 

ამის დასტურია, წვრილმანი ფაქტისთვის  დიდი მნიშვნელობის მინიჭებაა. TikTok-ის  შემთხვევამ, გამოიწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის  გააქტიურება „მავნე“ ინფორმაციის დაბლოკვის მიზნით.

ამგვარი ხარვეზიანი ლოგიკის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბათ აპირებს მკაცრი ცენზურა გაატაროს ნებისმიერ საერთაშორისო საინფორმაციო რესურსზე, სადაც გამოჩნდება  თბილისისთვის "არასასურველი" ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება ლოგიკური კითხვა: დასაშვებია თუ არა მსგავსი პრაქტიკა მისაღები მორალურ-ზნეობრივი მხარისა და საღი აზრის თვალსაზრისით?

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ეკონომიკური სუბიექტები ან ორგანიზაციები ბევრად უფრო უკეთ იცნობენ არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ვიდრე ცალკეული სახელმწიფოები.

ჩვენ ველით, რომ საქართველო არსებულ რეალობას გაანალიზებს და  შედეგად გადასინჯავს  პოლიტიკური კურსს აფხაზეთის რესპუბლიკასთან”, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება წერილობით გადასცა
არქივი