ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 13 მაისი 2020, 17:53

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, ბოლო დღეებში კოვიდ-19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია. 

ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების კურსანტები არიან, რომლებიც   ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ სოხუმში. ამჟამად, ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს. 

ამ დროისთვის სოხუმის სასტუმრო "აინტარში" 258  ადამიანი კარანტინშია, საიდანაც 218  კურსანტია, რომლებიც  მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებლიდან დაბრუნდნენ. 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან ერთი - 92 წლის ქალი გარდაიცვალა. 

თამაზ ცახნაკიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულებს ანტიბიოტიკური თერაპია უტარდებათ და მათი ჯანმრტელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით და სამჯერადი კვებით.

თამაზ ცახნაკიას თქმით, 14 მაისს გუდაუთის საავადმყოფოდან გამოჯანმრტელებულ პაციენტებს გაწერენ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი