ბოლნისი კვლავ რჩება წითელ ზონად - ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 121-მდე გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
287 10 მაისი 2020, 12:01

ბოლნისი კვლავ რჩება წითელ ზონად. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 121-მდე გაიზარდა. ინფიცირების ახალი ფაქტი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა, სადაც კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.

„ბოლო სამი დღის აღებული ნიმუშები ყველა უარყოფითია, რაც შეეხება სოფელ მუშევანში დადასტურებულ შემთხვევას, აღნიშნული პირი იმყოფებოდა კარანტინში, სადაც გამოუვლინდა სიმპტომები და ანალიზის შედეგად დადასტურდა კოვიდინფექცია.  

რაც შეეხება ბოლნისში ვითარებას, ახლა ამინდის გამოსვლას ველოდებით, რომ მასიურად მოსახლეობაში დავიწყოთ ნაცხის აღება. ძირითადი შემშლელი ფაქტორი ეს არის - გადაუღებლად წვიმს და კარდაკარ სიარული შეუძლებელია. ხვალიდან ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ მასიურად ბიოლოგიური ნაცხების აღებას“, - აცხადებს ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინე ზომები კვლავ მოქმედებს - რამდენიმე სოფელი და ქალაქი ბოლნისი კვლავ ჩაკეტილია.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 121 შემთხვევიდან 25 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი