ქცევის წესები ტოკიო-2020-ის მონაწილეებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
696 03 თებერვალი 2021, 23:34
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ათლეტებისა და გულშემატკივრებისთვის ქცევის წესები გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიხედვით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივარს ეკრძალება სპორტსმენთა მხარდაჭერა შეძახილით, სკანდირებით და სიმღერით. აღნიშნულია, რომ COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის, რაც, თავის მხრივ, ვრცელდება დასნეულებულის ლაპარაკისას, ხველებისას, ყვირილისას თუ სიმღერისას. 

ამიტომაც, სპორტსმენთა მხარდაჭერა მხოლოდ აპლოდისმენტებით უნდა გამოიხატოს. გარდა ამისა, სპორტსმენებს მოუწევთ მობილური აპლიკაციების გამოყენება, რომლის დახმარებითაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებიან. თავის მხრივ, აპლიკაციის მეშვეობით ინფორმაციას მიიღებენ ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურები. 

ტოკიოში გამგაზვრებამდე ორი კვირით ადრე სპორტსმენებმა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ, იგივე უნდა გაკეთდეს ტოკიოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრეც. ასევე ცნობილი ხდება, რომ ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებმა ფიზიკური კონტქატისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. ამასთან, ათლეტებს ეკრძალებათ მაყურებლის რანგში ასპარეზობებზე დასწრება. IOC ასევე აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესების რეგულარულად განახლებას გეგმავს. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის და IOC-ის მიერ შემუშავებული წესები, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო გამკაცრდეს. 

 სეოკ-ი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი