ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 13 იანვარი 2021, 22:42
დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ექვსი ძიუდოისტით წარსდგა და მათ შორის ორ წონაში სამი მედალი მოიპოვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური გამოვიდნენ. ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ღვინიაშვილმა ფინალამდე გაიკვალა გზა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა შვედ, იაპონელ, გერმანელ და თურქ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელ მსოფლიო ჩემპიონ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და მასტერსი ვერცხლის მედლით დაასრულა.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო ლაშა ბექაურმა. პირველ და მეორე წრეში ისრაელელ და სერბ მეტოქეებზე გამარჯვებების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელთან მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშჟზე გადაერთო. ასაკობრივ ნაკრებებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე მონღოლი მოწინააღმდეგე დაამარცხა, მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში კი ევროპული თამაშების ჩემპიონი, თურქეთის წარმომადგენელი - მიჰაელ ზგანკი.
მასტერსის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნმაც გაიჟღერა. ნაკრების კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი წევრი, რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ლიპარტელიანმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. წმინდა გამარჯვებები იზეიმა რუსს, უზბეკ და ისრაელელ მეტოქეებთან, ფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს ვაზარით მოუგო.
მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), მეორე დღეს კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).
საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

geonoc.org.ge
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი