თამარ გაბუნია - როცა კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა 4 000-ს მიაღწია და შესაძლოა, მატება კვლავ გაგრძელდეს, ჩვენთვის პრიორიტეტულია, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები სრულად იყოს მობილიზებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
530 22 ნოემბერი 2020, 21:57
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა 4 000-ს მიაღწია და შესაძლოა, მატება კვლავ გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები სრულად იყოს მობილიზებული.

„როგორც ხედავთ, შემთხვევები მატულობს. გარკვეულწილად მოლოდინიც გვქონდა, რომ ამ დროისთვის 4 000-ს მივაღწევდით და შესაძლოა, შემდეგი მატებაც კი აღინიშნოს, განსაკუთრებით თბილისში არის აქტიური მატება. ამ სიტუაციაში ძალინ მნიშვნელოვანია ის, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები იყოს სრულად მობილიზებული. რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტია ჩვენთვის.

სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვის მობილიზებულია კოვიდსასტუმროები, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი იტარებს უკვე მკურნალობას. კოვიდსასტუმროების სერვისიც ძალიან გაფართოვდა და მაღალკვალიფიციური გუნდები მუშაობენ იქ. ასევე, 10 000-ზე მეტია უკვე პაციენტების რაოდენობა, ვინც ბინაზე მკურნალობს. ამდენად, ყველა ის პაციენტი, ვისაც სჭირდება დღეს ჰოსპიტალური სერვისი, იღებს ამ სერვისს, საავადმყოფოებში რჩება 6000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს რესურსი ოპტიმიზაციისთვის.

თუ სხვა ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის დაახლოებით 10-15 პროცენტი, ჩვენ მაინც ვრჩებით 30 პროცენტზე ზემოთ, ანუ თითქმის პაციენტების მესამედი  იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას. რა თქმა უნდა, ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ თუ არ არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია, პაციენტი დარჩეს სასტუმროში ან ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება  სერიოზული გამოწვევაა.

„კარგია ის, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი, რომელიც თავიდან დაინფიცირდა, უკვე დაუბრუნდა სამუშაო გრაფიკს. განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი აჭარაში დაისვა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან გამოეთიშა პროგრამას, დღეს უკვე ადგილზეა.

სტუდენტების მობილიზაციაც აქტიურად ხდება, ნებისმიერი დამხმარე ძალა საავადმყოფოებისთვის მნიშვნელოვანია. მობილიზაციის რეჟიმში არის დაახლოებით ათასი საწოლი, ანუ 6 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და 7 000-მდეა მობილიზებული საწოლფონდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არც ერთ სისტემას არ აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.



 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე - მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს, ოპოზიციისა და მოსახლეობისთვის ჩემი გზავნილია, თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა
მიხეილ ყაველაშვილი: როდესაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადი გააკეთა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, საქართველოში ჩატარებულიყო მაღალი დონის ტურნირები
მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება
სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკოსების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ, ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით
არქივი