დავით კაჭარავა - მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
763 09 სექტემბერი 2020, 12:02
რაგბში საქართველოს ნაკრების წევრი დავით კაჭარავა აქტიურ სპორტულ კარიერას ემშვიდობება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა და გულშემატკივარს დაემშვიდობა. 

"დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის! 

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში. 

მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს! 

განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია. 

მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა  შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა. 

რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე! 

მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები....

თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო, რითიც და როგორც შემეძლება.... 

წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს! 
რაგბი ჩვენი თამაშია! 
მადლობა!" - ასე დაემშვიდობა აქტიურ სპორტულ კარიერას დავით კაჭარავა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი