IOC-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსის ჭრილში პარიზი-2024-ის სამზადისზე იმსჯელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
634 11 ივლისი 2020, 10:44

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსის კრიზისის გავლენა, დაგეგმილი ბიუჯეტის დაცვით  პოსტპანდემიურ მსოფლიოში ოლიმპიური თამაშების ადაპტირების პროექტი. ასევე ისაუბრეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სამზადისზე.  

„პრეზიდენტ მაკრონმა და მე ვისაუბრეთ უპრეცედენტო ეპიდემიოლოგიური კრიზისის დროს და მის შემდეგ სპორტის მნიშვნელობაზე და სპორტულ აქტივობებზე. ამ მეტად დადებითმა შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა პრეზიდენტ მაკრონისთვის გაგვეზიარებინა IOC-ის ინიციატივა პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად შევისწავლოთ 2024 წელს უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესაძლებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა აღგვითქვა,“ - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდნენ პარიზი-2024-ის პრეზიდენტი და IOC-ის წევრი ტონი ესტანგე და IOC-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე კეპერი.

საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი