Athlete 365-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას სპორტსმენთა 50 პროცენტი განიცდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
768 16 ივნისი 2020, 15:43

Athlete 365-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას ათლეტთა 50 პროცენტი განიცდის.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 135 ქვეყნის 4 089 წარმომადგენელმა, რომელთა შორის 80 პროცენტს შეადგენდნენ ათლეტები, 13 პროცენტს -  მათი გარემოცვა, ხოლო 7 პროცენტს ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები.

რესპოდენტთა ნახევარი მიუთითებს, რომ სავარჯიშოდ მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტი კი ამბობს, რომ  ეფექტურად ვერ ვარჯიშობს. გარდა ამისა, 32 პროცენტი გამოწვევად ასახელებს ფსიქიკურ პრობლემებს და სპორტული კარიერის მართვას, ხოლო 30 პროცენტი პრობლემას დიეტის დაცვაში ხედავს.

გამოკითხულთა 29 პროცენტი სპორტსმენთა ფართო საზოგადოებიდან იზოლაციით გამოწვეულ სირთულეებზე მიუთითებს. 27 პროცენტის განცხადებით, ისინი სირთულეს ფინანსური სახსრების მოძიებაში ხედავენ.

ათლეტთა გარემოცვის წარმომადგენელთა 63 პროცენტი უკმაყოფილო იმით არის, რომ მათ სპორტსმენთა მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტისთვის სირთულე ვარჯიშის გეგმის შედგენაა, 48 პროცენტისთვის კი სპორტსმენებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოჩნდა რთული.

http://geonoc.org.ge 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი