ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტული სამყარო ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ცდილობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
720 30 მაისი 2020, 18:02

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტული სამყარო ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ცდილობს. 

„ჩვენ თავიდან ვარჯიში თბილისში, „ლოკომოტივის” მოედანზე დავიწყეთ, მერე კი საგურამოს ბაზაზე გადავედით. აქამდე ფეხბურთელები სამ-სამ კაციანი ჯგუფებით ემზადებოდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში 10-10 კაციანი ჯგუფებით იტვირთებიან. სულ ოთხი ჯგუფია და მოთამაშეები „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზის ორ მოედანზე ვარჯიშობენ. ცხადია, ამ დროს სოციალური დისტანციას ყველა იცავს. ჯერ არ ვიცით, გუნდურ ვარჯიშებზე როდის გადავალთ. თუმცა, შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება და იმედია, სრულყოფილად მზადებას მალე შევძლებთ,“- განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ყიფიანმა.

„ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა უსაფრთხოების ნორმებზეც ილაპარაკა: „ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გუნდური ვარჯიშების დაწყებამდე და შემდეგ სეზონის განახლებამდე მოთამაშეების ტესტირება ორჯერ ჩატარდება და გუნდებს დაგვეხმარება. ცხადია, კლუბი უსაფრთხოების ნორმებს ისედაც იცავს. ფეხბურთელებს ვარჯიშამდე თერმოსკრინინგი უტარდებათ, ხოლო ყოველი ჯგუფის ვარჯიშის შემდეგ გასახდელებშის დეზინფექცია ტარდება, ბაზაზე არის დეზობარიერები და ა.შ. ჩვენ შესაბამისი სამსახურების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ“.-აცხადებენ თბილისის ლოკომოტივში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი