WADA-ს პრეზიდენტი ანტიდოპინგური ტესტირების ახალ მეთოდს რევოლუციურს უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
801 09 მაისი 2020, 22:54

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა მიიჩნევს, რომ ანტიდოპინგური ტესტირების ახალ საშუალებას ყველანაირი შანსი აქვს ანტიდოპინგურ ბრძოლაში რევოლუცია მოახდინოს.

„მშრალი სისხლის ანალიზს (DBS) პოტენციალი აქვს დოპინგთან ბრძოლაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს. WADA და მისი პარტნიორები გარკვეული ხანია ამ პროექტზე მუშაობენ.

DBS დოპინგ ანალიზისთვის ფურცელზე დასხმული სისხლის რამდენიმე წვეთია საკმარისი. ჩვენ ეს ტექნოლოგია რაც შეიძლება მალე გვჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ანტისადოპინგო კოდექსთან შესაბამისობაში უნდა იყოს," - DBS დოპინგ ანალიზს დიდი მომავალს უსახავს WADA-ს ხელმძღვანელი ვიტოლდ ბანკა.

შარშან ოქტომბერში WADA-მ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC), ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) და იაპონიის, აშშ-ის შვეიცარიის, ჩინეთის და ავსტრალიის ანტისადოპინგო სააგენტოებთან ხელი მოაწერა სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვის სფეროში ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმს.

დოპინგთან ბრძოლის ახალი იარაღის ე.წ. მშრალი სისხლის ანალიზის (DBS)  უპირატესობათა შორის სახელდება სინჯისთვის ასაღები სისხლის მცირე რაოდენობა, სინჯების აღების და ნიმუშების ტრანსპორტირების სიმარტივე, შესანახად ნაკლები სივრცე, პროცედურების სიიაფე. ამასთან, სინჯი მალე არ დეგრადირდება. შესაბამისი მეთოდი უფრო დიდ მასშტაბსაც მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს.

შარშან ნოემბერში IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი - მშრალი სისხლის ანალიზი DBS უნდა დაინერგოს არაუგვიანეს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ის უკვე 2020 წლის თამაშებზეც გამოიყენონ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი