თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 13 აგვისტო 2020, 16:32

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომელიც ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.

უწყების ცნობით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას ის დააბულინგა პროკურორმა მაია გოგორელიანმა. თეონა თამაზაშვილის თქმით,  პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

„ჩემი დაბულინგება იყო, მილიონჯერ მკითხეს, რატომ არის მიხეილ რამიშვილი თქვენს გვერდით, რა ჰონორარს უხდით, თქვენთან საიდან მოხვდაო. პროკურორი იყო მარიამ გოგორელიანი, წერილი გიორგი კაპანაძის ხელში როგორ მოხვდაო, თან ერთხელ კი არ მკითხა, მილიონჯერ და მერე გამოვიდა და უსირცხვილოდ თქვა, ასეთი რაღაც არ ყოფილაო. თურე, ვიგონებ და ისე ვამბობ, აქამდე რატომ არ მოვიგონე და არ ვთქვი? შვილმკვდარ დედას მეტი საქმე არ მაქვს და ვიგონებ ვის, რა დავაბრალო?

გიორგი კაპანაძემ თავისი წყაროთი მოიპოვა წერილი და პროკურორი მეუბნებოდა, გინდა თუ არა, შენ მიეციო. ანძებიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ კაპანაძე შენს სახლში იყოო. მერე რაა, ყველა ჟურნალისტი იყო ჩემთან სახლში. კაპანაძემ წერილი თავისი წყაროდან მოიპოვა და მიიჩნია, რომ ეს გასაჯაროვებელი იყო და გაასაჯაროვა. მაბულინგებდა, მეთქვა, რომ ეს ფურცელი მე მივეცი... ასე რის ეშინიათ? მარტო იმით არიან დაინტერესებული, რითი ვარსებობთ, რას ვჭამთ და ვის ველაპარაკებით, სად მივდივართ და იმ საქმეს ვერ აკეთებენ, რაც საჭიროა. შოთაძეს უნდა შევხვდე ხვალ და პირადად მისგან უნდა მოვისმინო, რატომ ჰყავს პროკურატურას ასეთი არაკომპეტენტური თანამშრომლები“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი