წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი - რას ითხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 11 აგვისტო 2020, 23:04
23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დასკვნით, თამარის Gmail-ზე გარკვეული სახის ინფორმაცია წაშლილია. ოჯახი ახლა იმ მისამართების დადგენას ითხოვს, საიდანაც ახალგაზრდა ქალის მეილზე შეღწევა მოხდა.  

“გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები პირდაპირ, შემიძლია, ვთქვა, რომ წაშლილი დაგვხვდა.

მოვითხოვეთ , დადგინდეს, ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა. იყო ის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დადგინდეს, იმ პერიოდში, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია.

წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვის და საერთო საქმისთვის საინტერესოა“, - განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი